გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.