უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ კრემლის მეთაურთან, ვლადიმირ პუტინთან მისი საუბარი შედგება, ის მასთან სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას გამართავს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს. თუ პუტინი ნამდვილად მზადაა შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში. შემდეგ კი, ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად. რადგან სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რადგან ამას მხოლოდ ის წყვეტს,“ - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზელენსკის თქმით, თუ პუტინი მოლაპარაკებების დროს უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამს, ეს ომის სრულად დასრულების შესახებ უფრო დეტალური მოლაპარაკებების დაწყებისთვის გზას გახსნის.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეუერთდება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებებს.
„ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტ ტრამპს, შემოგვიერთდეს. არ ვიცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან დაადასტურა მონაწილეობა, ვფიქრობ, ეს პუტინს დამატებით სტიმულს მისცემს ჩამოსვლისკენ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.