29 აპრილს ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და უნგრეთი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ რეგულარულ კონსულტაციებს, რათა გახსნან მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
სტეფანიშინამ განაცხადა, რომ 12 მაისიდან „ის ჯგუფები, რომლებიც დღეს ბუდაპეშტში იმყოფებოდნენ, უკრაინისა და უნგრეთის მხრიდან, რეგულარულად იმუშავებენ“.
„მომლაპარაკებელი ჯგუფები იმუშავებენ მანამდე, ვიდრე არ განვსაზღვრავთ ამოცანების სრულ ჩამონათვალს იმ თერთმეტი რეკომენდაციის ფარგლებში, რომლებიც უნგრეთის მხარის შეშფოთების საგანია“, - დასძინა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
„ჩვენ ველოდებით, რომ ამ კვირის განმავლობაში უნგრული მხარის საპასუხო წინადადებებზე ვიმუშავებთ და ვიმედოვნებთ, რომ უკვე 12 მაისს შუალედურ შედეგები გვექნება“, - განაცხადა სტეფანიშინამ.
მან აღნიშნა, რომ სამშაბათს ბუდაპეშტში გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციას უნგრეთის მხრიდან რადიკალური განცხადებები ან ნეგატიური კომენტარები არ მოუსმენია.