აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი„ საკმაოდ დიდ დათმობაზე“ წავიდა „სამშვიდობო შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, როდესაც პირობა დადო, რომ მთელ უკრაინას არ დაიპყრობს.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „დიდ ზეწოლას ახდენს“ როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე, რათა ისინი ამერიკული მხარის „სამშვიდობო წინადადებებს“ დაეთანხმონ.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რა დათმობებზე წავიდა რუსეთი „მშვიდობასთან დაახლოების მიზნით“, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა:" მთელი ქვეყნის[უკრაინის] დაპყრობის შეჩერება, რაც „საკმაოდ დიდი დათმობაა“, - თქვა ტრამპმა.
ამასთან, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადებზე დასმულ შეკითხვას ტრამპმა უპასუხა, რომ მას თავისი კონკრეტული ვადა აქვს.