აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Time-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითადი მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილია და ასევე ნათლად განაცხადა, რომ ყირიმს უკრაინისთვის დაკარგულად მიიჩნევს.
დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინა განცხადებები, რომ უკრაინამ თავად გამოიწვია ომი ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით.
„ვფიქრობ, ეს ომი იმიტომ დაიწყო, რომ მათ ნატო-ში გაწევრიანებაზე დაიწყეს საუბარი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე, ტრამპმა, უკრაინის მიერ ცის დასაცავად ამერიკული Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის წინადადებაზე კომენტარის გაკეთებისას, მიანიშნა, რომ სწორედ უკრაინამ „დაიწყო ომი“.
მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ ყირიმს უკრაინისთვის დაკარგულად მიიჩნევს. „ყირიმი რუსეთს დარჩება“, - განაცხადა ტრამპმა.