შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამარხის სარწყავი სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.
სამუშაოები ითვალისწინებს მაგისტრალური არხის, ჯამში 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის, ნატანისა და ხე-ბუჩქნარისგან წმენდას და გამშვებ-სარეგულაციო ფარების მოწყობას.
საქართველოს მელიორაციამ ღონისძიებები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მაისში დაასრულებს.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდას და შეამცირებს წყლის დანაკარგს; შედეგად, დაახლოებით 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, რეგულარულ სარწყავში გადავიდა 34,095 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 32,070 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა.