საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაკავებულს ბრალდება წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, უწყება სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
ავტოსაგზაო შემთხვევა, 23 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა, რის შედეგადაც, ორივე ადგილზე გარდაიცვალა.