გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამა შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული. მათ ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.