პროკურატურამ გივი თარგამაძეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით ბრალი წარუდგინა. მუხლი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გივი თარგამაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან იქ მისვლაზე უარი განაცხადა და 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.