სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის „კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე“ დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას 50 დღიანი ვადა აქვს თანხის გადასახდელად, თუმცა გადაიხდის თუ არა მას, ამას გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.