უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს.
„ბოლოს და ბოლოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთი აწვდის იარაღს რუსეთის ფედერაციას. დღეს ჩვენ გვაქვს ზოგადი ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაზვერვო უწყებებიდან დენთის და არტილერიის შესახებ.
და ვფიქრობ, მომავალ კვირას შევძლებთ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ... მიგვაჩნია, რომ ჩინეთის წარმომადგენლები დაკავებული არიან რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული იარაღის წარმოებაში“, - განაცხადა ზელენსკიმ ბრიფინგზე.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან საუბრისას ის დაჰპირდა, რომ რუსეთს არ მიჰყიდის და არ გაუგზავნის იარაღს.
"სამწუხაროდ, ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ინფორმაციას. ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები ჩინეთისა და რუსეთის მუშაობის შესახებ, რათა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს ცუდი ფაქტებია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ხედავს ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფაქტს ამ ორ ქვეყანას შორის და შესაბამისი დოკუმენტაცია მომავალ კვირას გადაიცემა.