საქართველოში დაჩქარებულად განხილული და მიღებული კანონები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან.
ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
გუშინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სასტიკად შემზღუდავი კანონები დაჩქარებულად იქნა განხილული და მიღებული. ეს ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებთან”, - წერს სტენეგარდი.