სტამბოლში, მესამე დღეა ათასობით ადამიანი იკრიბება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტის, ოპოზიციონერი მერის ეკრემ იმამოღლუს, დაკავების გასაპროტესტებლად.
მედიის ცნობით, იმამოღლუ პოლიციაში კორუფციის ბრალდებების გამო ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა, რა დროსაც მან ყველა ბრალდება უარყო. მას პროკურატურაში დაკითხვაზე სავარაუდოდ შაბათს საღამოს გადაიყვანენ.
ბევრი მიიჩნევს იმამოღლუს დაკავებას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს, რათა თავიდან იქნას აცილებული ოპოზიციური ფიგურა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
პარასკევს, ანკარასა და იზმირის ხელისუფლებამ გამოაცხადა დემონსტრაციების ხუთდღიანი აკრძალვა, მას შემდეგ რაც მსგავსი ზომები მანამდე სტამბოლში დაწესდა.
პარასკევს, ხელისუფლებამ გზები გადაკეა სტამბოლში და დახურა მეტროს გაჩერებები ანკარის უნივერსიტეტთან ახლოს.
ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ოზგურ ოზელმა, მოსახლეობას შეკრებისა და დემონსტრაციისკენ მოუწოდა.
”მე ვიწვევ ათიათასობით, ასობით ათასი და მილიონობით ადამიანს მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, რათა გამოვხატოთ ჩვენი დემოკრატიული რეაქცია და გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები”, - თქვა მან.
ოპოზიციურმა პარტიამ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ სიმბოლურ არჩევნებში კვირას - იმპროვიზირებული საარჩევნო ყუთების მეშვეობით, რომლებიც თურქეთის მასშტაბით დაიდგმება - იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად.
იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს. დაკავებამდე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელს შეუშლის.