ევროკავშირის ელჩები უნგრეთთან შეთანხმების შემდეგ პარასკევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. იუწყება უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა წერილობითი პროცედურის დაცვით. შესაბამისად, სანქციები გაგრძელდება ექვსი თვით, 2025 წლის 15 სექტემბრამდე.
Bloomberg იტყობინება, რომ ბუდაპეშტმა უარი თქვა პროტესტზე მას შემდეგ, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნით სამი ადამიანი ამოიღეს სანქციების სიიდან.
კონკრეტულად ვისზეა საუბარი, უცნობია. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას.
FT-ის ცნობით, უნგრეთი, სავარაუდოდ, დაჟინებით მოითხოვდა რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ევროკავშირის სანქციებულთა სიიდან ამოღებას .
ამტკიცებენ Bloomberg-ის წყაროების მტკიცებით, ლუქსემბურგმაც მხარი დაუჭირა ამ პოზიციას.
რომ არა სანქციების გახანგრძლივება, შესაძლოა, 30%-მდე გაყინული რუსული აქტივების განბლოკვა მომხდარიყო.
სავარაუდოდ, შესაძლოა საუბარი ყოფილიყო 60 მილიარდ ევროზე მერი მოცულობის აქტივებზე.