უკრაინის უსაფრთხოების ძალების დრონებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაზ-საკომპრესორო ორ სადგურსა და S-300/S-400-ის სისტემების რაკეტების საცავზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების ძალებისშორი დისტანციის დრონები თავს დაესხნენ დავიდოვსკაიას (ტამბოვის ოლქი) და ნოვოპეტროვსკაიას (სარატოვის ოლქი) გაზ-საკომპრესორო სადგურებს.
რუსული ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დრონები ეჯახებიან სამრეწველო აღჭურვილობას სადგურებზე, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვება.
უკრაინის უსაფრთხოების ძალების დრონებმა ასევე დაარტყეს S-300/S-400-ის კომპლექსების რაკეტების საველე საცავს სოფელ რადკოვკას (ბელგოროდის რეგიონი) მახლობლად. დარტყმების შემდეგ კი დაიწყო საბრძოლო მასალის აფეთქება.