აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, 13 მარტს ამერიკულ მხარეს ჰქონდა „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
"ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და დიდი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდება. თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
13 მარტს ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა.