უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას აჩერებს.
„როგორ ფიქრობთ, ახლა რა უნდა გავაკეთოთ?
1. გადავჭრათ პრობლემა ტრამპის ადმინისტრაციასთან: თუ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, მოვიხადოთ ბოდიში. ჩვენი მთავარი ამოცანაა არ წავაგოთ ომი და არ დავკარგოთ ხალხი.
2. დავიწყოთ სისტემური მუშაობა რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან. პრეზიდენტის ოფისს უკვე ჰქონდა საუბარი ფიცპატრიკთან, რაც კარგის ნიშანია. ჩვენ უნდა გავზარდოთ მასშტაბი.
3. გვჭირდება კონკრეტული გეგმა: როგორ შეგვიძლია გადავრჩეთ აშშ-ის დახმარების გარეშე?
4. უნდა დავიწყოთ მუშაობა ამერიკაში პროტესტის მონაწილეებთან, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის საფუძველია.
5. გამოვრთოთ ემოციები – ჩავრთოთ გონება. რეალობა ის არის, რომ ტრამპი ახლა აშშ-ის პრეზიდენტია.
ჩვენ სრულიად დამოკიდებულები ვართ აშშ-ზე და უნდა ვითამაშოთ ტრამპთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. ისედაც საკმარისი მტრები გვყავს; ნუ დავკარგავთ მეგობრებს. პრინციპში, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არც ისეთი დიდი დანაკარგებით, როგორც ეს ჩანს, მაგრამ ამისთვის, უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა რეიტინგისთვის და გადავიდეთ ქვეყნისთვის ბრძოლაზე“, – წერს გონჩარენკო.