ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა, რომელიც მისი თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მისი თქმით, ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებისა და სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის ახალი გეგმით შესაძლებელი იქნება 800 მილიარდი ევროს მობილიზება.
მისი თქმით, "თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს საშუალოდ 1,5%-ით, ეს შეიძლება შექმნას ფისკალური სივრცე 650 მილიარდ ევრომდე". გარდა ამისა, ევროკომისიამ ევროკავშირს ახალი ერთობლივი სესხის აღება 150 მილიარდი ევროს (157,76 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით.
„ჩვენ ვიმყოფებით გადაიარაღების ეპოქაში და ევროპა მზად არის, მასიურად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა რეაგირება მოახდინოს მოქმედების და უკრაინის მხარდაჭერის მოკლევადიან სასწრაფო საჭიროებაზე და ასევე რეაგირება მოახდინოს გრძელვადიან საჭიროებაზე, რაც ევროპის უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან წერილით მიმართ ევროპელ ლიდერებს 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტის წინ. წერილში მან ლიდერებს „ევროპის გადაიარაღების გეგმა“ წარუდგინა. ეს არის ხუთპუნქტიანი შეთავაზებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.