უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტით აშშ საუკეთესო წვლილს შეიტანს სამშვიდობო საქმეში, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„აშკარაა, რომ აქამდე აშშ იყო ამ ომის მთავარი მიმწოდებელი. თუ აშშ შეწყვეტს არსებობას [მიმწოდებლად] ან შეაჩერებს მიწოდებას, ეს ალბათ საუკეთესო წვლილი იქნება სამშვიდობო საქმეში“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
თუმცა, მან დასძინა, რომ "ბევრი განსხვავებული ინფორმაცია" ვრცელდება. „ეს ძირითადად წყაროებზე მითითებით მოდის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.