101 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი ლეო კვაჭაძე. საქართველოს მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ და გამორჩეულმა პედაგოგმა თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული საენათმეცნიერო სკოლის განვითარებაში.
მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ავტორის ძირითადი დამსახურება ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს შექმნაა, რომლითაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები და შემდგომში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მშობლიური ენის გრამატიკის საფუძვლებს ეუფლებიან.