25 იანვარს, 17:00 საათზე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სხდომათა დარბაზში ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.
ლექსიკონი მოამზადა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ. ლექსიკონის ავტორ-შემდგენლები არიან: შ. აფრიდონიძე, თ. ვაშაკიძე, ვ. მაღრაძე, თ. ტეტელოშვილი, თ. ღვინაძე, ნ. ჯორბენაძე, მთავარი რედაქტორი თ. ვაშაკიძე.
ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონი პირველია ქართულ სინამდვილეში. მისი მომზადება შეპირობებულია პრაქტიკული მიზანდასახულობით. პარონიმებს უწოდებენ ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელობით განსხვავდებიან, რაც ხშირად ხდება ხოლმე მიზეზი მათი აღრევისა,
ლექსიკონის შეძენა შესაძლებელი იქნება პრეზენტაციაზე (ფასი _ 8 ლარი).