დღეს, 25 იანვარს, 30 არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით ვრცელი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელმა ნინო ციხისთავმა აცნობა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე დახურულ ფორმატში ჩაივლის. არასამთავრობოები დევნილთა განსახლების პროცესს აპროტესტებენ და მათ დასახმარებლად შესაბამის იურიდიულ დოკუმენტაციას ამზადებენ.
ციხისთავის ინფორმაციით, დოკუმენტი ძალიან მძიმე და ვრცელი ფორმატის იქნება და დევნილთა განსახლების უსამართლობას ასახავს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, დევნილები თბილისიდან განსახლებას აპროტესტებენ.