დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, ევროპის სახლში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი გახსნის.
14 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირისგან გრანტის სახით 1 120 000 ევროს მიიღებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, დაფინანსებას ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებმაც 2010 წელს, "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ევროპული ინსტრუმენტის" ფარგლებში გამართულ კონკურსში გაიმარჯვეს.
"პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის გზით", - აცხადებენ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში.