დღეს, 25 იანვარს, "ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი" სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კვლევის/მონიტორინგის შედეგები შემდეგ საკითხებზე: 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტებში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი; თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის - 2010 წლის ბიუჯეტების 9 თვის შესრულება; თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის - 2011 წლის ბიუჯეტების ანალიზი.
ცენტრის ინფორმაციით, ისინი 2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს - "საქართველოს თვითმმართველი ქალაქების - ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის - 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა მონიტორინგის გზით", რომელიც ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტების მონიტორინგი და სახელმწიფოსთვის გარკვეული რეკომენდაციების წარდენა წარმოადგენს.