პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მწერალთა კავშირში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედმა~ ქართველ მწერალთა კავშირში გამართულ სხდომას რეპორტაჟი მიუძღვნა. ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა სიუჟეტმა. ეს სხდომა მე ადრე დავტოვე, მაგრამ რატომღაც არ აჩვენეს, ალბათ, გამიზნულად. თავიდან საჭიროდ მივინიე, გამეკეთებინა განცხადება, რომ ორივე მხარე შერიგებულიყო. დიახ, ვიწინასწარმეტყველე, რომ საქართველოს მწერალთა გაერთიანებას ტალახში ამოსვრიდნენ", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიმართა ორივე მხარეს და მოუწოდა შერიგებისკენ.
"ვურჩიე ვაჟა ოთარაშვილს, "გამომცელობიდან~ გაქცეული მწერლები უკან დააბრუნე და ბოდიში მოუხადე-მეთქი; ისიც დავძინე, რომ უკანდახევა ვაჟკაცთა თვისებაა.
არ შერიგდნენ, ან იქნებ, ვერ შერიგდნენ. აი, რა ჰქონდა ჩაფიქრებული ვერშემდგარ მწერლებს. ამიტომაც დავტოვე გამგეობის სხდომა. 80 წლის ჯანსუღ ჩარკვიანს სიბინძურეში ვერ ჩართავთ და ამ თემაზე გამართულ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას არ მივიღებ. თქვენ კი, სუყველას გისურვებთ, არ დაკარგოთ ღირსება და გრძნობა სიყვარულისა. ამოთხვარეს თუ არა ქართული მწერლობა ტალახში, მეორე დღესვე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მწერალთა ორივე მხარე თავისთან მიიწვია და დამოძღვრა, მართლმადიდებლური წესით შერიგება უსურვა განაწყენებულ მხარეებს. ერთადერთი პიროვნება პატრიარქია, რომლის იმედითაც ცხოვრობს ერი", _ არნიშნულია განცხადებაში.