გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე, გვარად, გიორგაძე, გარდაიცვალა.
ეს ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია არის თუ არა სხვა სამხედრო მოსამსახურეც დაინფიცირებული H1N1 ვირუსით.