ახალი ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის" (PIK) საინფორმაციო რედაქციის მუშაობაში ვერავინ ჩაერევა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არხის გენერალურმა დირექტორმა რობერტ პარსონსმა განაცხადა.
კითხვაზე - არხის დამფუძვნებლებს აქვთ თუ არა გარანტია, რომ მათი სარედაქციო პოლიტიკა თავისუფალი იქნება, პარსონსმა აღნიშნა:
"გარანტია არავის მოუცია, თუმცა დაგვპირდნენ, რომ ჩვენს საქმინობაში არავინ ჩაერევა და თუ ეს ასე არ მოხდება, შესაბამისად მოვიქცევით და არხიც დაიხურება".
მისივე თქმით, "პირველი საინფორმაცი კავკასიური" ყველაზე დამოუკიდებელი არხი იქნება, რომელიც გადაიცემა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში.
"კავკასიის რეგიონში ინფორმაციული ვაკუუმია, რადგან მათ საქართველოს შესახებ მხოლოდ ის იციან, რასაც რუსული არხები გადასცემენ, ამიტომ ჩვენ შევეცდებით, მათ ეს სიცარიელე ობიექტური ინფორმაციით შევუვსოთ. ჩვენი მიზანია რუსულენოვან მაყურებელს, მათ შორის დასვლეთშიც, მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე ან არ შუქდებოდა ან მოსახლეობამდე დამხინჯებული ფორმით მიდიოდა", - აღნიშნა გენდირექტორმა.
ტელეკომპანია მოსკოვის დროით 18:00 საათიდან 00:00 საათამდე მაუწყებლობს და მას, გარდა ადგილობრივი ჟურნალისტებისა, კორესპოდენტები ეყოლება ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, კიევში, მახაჩკალაში, ანაკარაში, ბრუსელში, ვაშინგრონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში.
ტელეკომპანია ეთერში თანამგზავრიდან Hოტ ბIღD@ფ13' გავა, მაუწყებლობა ასევე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინრეჟიმში ინტერნეტის გვერდზე წწწ.პიკ.ტვ
რაც შეეხება არხის დაფინასების საკითხს. გენერალური დირექტორის თქმით, მის მოწყობაზე 7 მილიონი ევრო დაიხარჯა, რომელიც მოხმარდა ტელეკომპანიის ტექნიკურ აღჭრვას, ჟურნალიტების გადამზადებას, გადაცმების გაკეთებას და სხვა.
"პირველი საინფორმაციო კავკასიური" ტელეკომპანია "მზის" შენობაშია განთავსებული.
ტელეკომპანიის მართვას რობერტ პარსონსისა და ეკეატერინე კოტრიკაძის მიერ დაფუძნებული კერძო კომპანია "ქეი 1" ახორცილებს. იგი "პერვი კავკაზკის" ბაზაზე დაფუძვნდა.
შეგახსენებთ, რომ "პირველი საინფორმაციო კავკასიური" პირდაპირ ეთერში ხვალ, 25 დეკემბერს პროექტით "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის კითხვებს" გავა.