ალექსანდრე ლუკაშენკომ შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. განცხადება ამის შესახებ ევროპული კვლევის ცენტრის ექსპერტმა პაველ უსოვმა გააკეთა.
ბელორუსული ტელეარხზე "ბელსატ"-ზე გამოსვლისას კითხვაზე პასუხის გაცემისას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოითხოვოს რუსეთმა ბელორუსისგან მისთვის კრედიტის გამოყოფის სანაცვლოდ ექსპერტმა უპასუხა: - "ძირითადი საკითხი ეს რა თქმა უნდა ერთიანი ეკონომიკური სივრცის აშენება და სტრატეგიულად გეოპოლიტიკური პროექტების მომავალი განვითარებაა, მათ შორის რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს განვითარებაა, თუმცა ერთ ერთ პრინციპულ საკითხად მოსკოვისათვის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რჩება", _ აცხადებს ექსპერტი და დასძენს, რომ ლუკაშენკო შეიძლება მართლაც წავიდეს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რადგანაც მისმა ურთიერთობებზე დასავლეთთან თავისი თავი უკვე სავსებით ამოწურა და მას დასაკარგი არაფერი აქვს.