H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი სამხედრო.
არსებული ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცი დღეს დილით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში 19 იანვრიდან მკურნალობდნენ. დაღუპულთაგან ერთი 44 წლის ქალი, მეორე კი 42 წლის მამაკაცია.
კლინიკაში ორივე სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შესძლეს.