რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის განყოფილების საპასუხისმგებლო მდივანი ეკლესიის საქველმოქმედო და სოციალურ მსახურებაში იღუმენი სერაფიმე (კრავჩენკო) და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი მაქსიმ შევჩენკო ცხინვალში ჩავიდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტი მეგობრული ხასიათისაა.
"იღუმენი სერაფიმე და მაქსიმ შევჩენკო სამხრეთ ოსეთში მეგობრული ვიზიტით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ასევე ჩამოვიდნენ საქველმოქმედო ფონდ - "დეტი როსიი - ბუდუშეე მირა". ეს ფონდი ჩვენს ტერიტორიაზე ახორციელებს პროექტს "რუსული ჰუმანიტარული მისია სამხრეთ ოსეთში". სტუმრები სამხრეთ ოსეთს დღესვე დატოვებენ", _ იუწყება ოსური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები