დევნილთა გამოსახლება დღესაც გრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, გამოსახლება ხორციელდება ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე 185-ე, ჩხეიძის 8-დან და ზუბალაშვილების 42-დან.
ჩხარტიშვილის თქმით, სამივე ობიექტზე გამოსახლება დილის 07:00 საათიდან დაიწყო.
2011 წლის 20 იანვრიდან დევნილთა გამოსახლება სხვადასხვა ობიექტებიდან ყოველდღიურად ხდება.