სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა დაწერა:
„შეხვედრაზე მათ განიხილეს სომხეთ-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონული დღის წესრიგი". შეხვედრაზე საუბარი იყო სამხრეთ კავკასიაში არსეულ ვითარებაზე.
შეგახსენებთ, 14 იანვარს აშშ-მ და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.