დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე სტუდენტების მობილობის, ანუ ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლის პროცესზე ისაუბრებენ.
ბრიფინგი სამინისტროში 10 საათზე დაიწყება. (მის: დიმიტრი უზნაძის ქ.# 52).