მოსკოვში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს თბილისში დღეს გადმოასვენებენ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, გადმოსვენებისთვის საჭირო 3 500 დოლარი უკვე გადარიცხულია.
მისივე განმარტებით, სამინისტრო ედუარდ ღურცკაიას დაკრძალვის ხარჯებსაც თავის თავზე აიღებს.
შეგახსენებთ, რომ ღურცკაია მოსკოვში რუსმა სამართალდამცველებმა 23 ნოემბერს ცემაში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილ მილიციელს ბრალი გუშინ წაუყენეს.