საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გაფიცულ მოქალაქეებზე დღეს მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემატყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა … მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერსვრომ აკეთებენ … ესაა რეჟიმის განაჩენი“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებიც საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვაში მონაწილეობდნენ.