ადამიანს, რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერი რომ ჰყავდეს დიდი ამბავი, - ამის შესახებ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა ოლიმპიური ჩემპიონ ლაშა ბექაურთან დაკავშირებით განაცხადა.
"ადამიანს, რომელსაც ამხელა დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე, ლომის ბოკვერი რომ ჰყავდეს დიდი ამბავი. ლოგიკურია, რომ შეიძლება მისცეს, არ ვიცი. საიდან მოიყვანა მე არ ვიცი. ჩემთვის ლაშა ლომკაცია და [...] რა უნდა დავმალო ლომის ბოკვერი, მეც მინდა რომ მყავდეს. არ მყავს, მაგრამ მინდა რომ მყავდეს, დანაშაულია? " - განუცხადა გუჯეჯიანმა "მთავარ არხს”.
გუშინ, 24 დეკემბერს ძიუდოში ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა საკუთარ Instagram-გვერდზე ვიდეო დადო, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება თბილისის ქუჩებში მიმავალ ავტომანქანაში მჯდომი ბექაური ლომის ბოკვერს, სახელად ბუბუს.
ამასთან, ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ამბობს, რომ ბოკვერი თბილისის ზოოპარკს არ ეკუთვნის და ის საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდით შეიძლებოდა მოხვედრილიყო, რადგან გარეული ცხოველების ასეთ პირობებში ყოლა და მანქანით სეირნობა დაუშვებელია.