პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს და რა პირობების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
“ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ. ანას (დოლიძის) წინადადება იყო ეს და მხარს ვუჭერ სრულიად, რაც ანამ თქვა. 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით და რა არის ის პირობები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება იმიტომ, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა რაღაცა ხაფანგი გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება.
საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს მისი საქმეა სრულად. ეს საბჭო იქნება ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების. ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს'', - ამბობს ნიკა გვარამია