„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.
ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში დაუდასტურეს.
მიზეზად გამოცემას დაუსახელეს „სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე“.
ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები („ხმოსნები“ - პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები), მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი თბილისში, პარლამენტის სასახლეში.