საახალწლო სოფლის ტერიტორიაზე "ქალთა მარშის" მონაწილეს ე.წ. ტიტუშკები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემაძრწუნებელი ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გიორგი კვიჟინაძე ავრცელებს.
"კალაძემ ბავშვებისთვის მოწყობილი საახალწლო სოფელი ტიტუშკების სოფლად გადააქცია. მოაბილიზა ზონდერები, რომლებიც კაცებს და ქართველებს უწოდებენ საკუთარ თავს და ქალებს სცემენ, მერე ყანწით ხელში ქართველობის,კაცობის და ქალების სადღეგრძელოს იტყვის", - წერს იგი სოციალურ ქსელში.