რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს ყაზანზე კიევის თავდასხმის გამო.
პუტინმა თქვა, რომ უკრაინას „განადგურებას“ მოუტანს ყაზანზე დრონების თავდასხმის საპასუხოდ. „ვინც აქ რაღაცის განადგურებას შეეცდება, ბევრჯერ მეტი ნგრევა ექნება საკუთარ ტერიტორიაზე და ინანებს, რის გაკეთებას ცდილობს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო შეხვედრის დროს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, 100-ზე მეტი დრონი, რომელიც რუსეთმა 22 დეკემბრის იერიშის დროს გაუშვა, ჩამოაგდეს. რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანდა საოფისე და საცხოვრებელი შენობები, თუმცა ამ ეტაპზე, სამხედროების თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ ყაზანზე დრონებით იერიში მიიტანა.