ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული კურსის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანი, სასახლე, ეს ადგილი ყველაფერი თქვენია. კახელებს დიდი მადლობა და სხვებმაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ. დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00 საათზე", - უთხრა პრესზიდენტმა ათონელის სასახლესთან მისულებს.
ფოტო: პუბლიკა