აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ელოდება შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში.
„უკრაინაში ომის დასრულება არის ერთ-ერთი, რისი გაკეთებაც სწრაფად მინდა. პრეზიდენტმა პუტინმაც თქვა, რომ სურს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელებაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ეს ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო პრეზიდენტი“.