რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატა სეპარატისტული აფხაზეთის აღდგენისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვის შემოწმების სრულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის სრული ვერსია რუსეთის კონტროლის პალატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მთლიანობაში ჩატარებული საკონტროლო ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია დარღვევები 346 759,8 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.
დასკვნა:
1. აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური 2010-2012 წწ. გეგმის ხანგრძლივვადიანი შეთანხმების გამო და რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთის ე. წ. კულტურის სამინისტროს ურთიერთქმედების რეგლამენტის ასევე ხანგრძლივვადიანი შეთანხმების გამო აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის რეალიზებისთვის საბიუჯეტო ინვესტიციების თანხები მნიშვნელოვანი შეყოვნებებით გადაირიცხა, რასთან არის კიდეც დაკავშირებული რისკები საბიუჯეტო ასიგნებების არადროული და არაეფექტური ათვისებისა;
2. დარღვეულია რეგლამენტის მე-5 და მე-6 განყოფილება: რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ, იმ პერიოდში რომელიც შემოწმდა არ განხორციელებულა კომპლექსური გეგმის რეალიზების ღონისძიებების რეალიზაცია: არც ტექნიკური ამოცანის ნაწილში, დეფექტური აქტის ნაწილში ან გაანგარიშების (სმეტა) ნაწილში, დასკვნები ობიექტების სმეტური ღირებულებისა, გათვლების შესაბამისობა სმეტური ღირებულებისა რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და დამქირავებლებთან გაანგარიშების გაკეთება. ამ საკონტროლო ღონისძიებების ჩატარება 2011 წლის I კვარტალში იგეგმება.
აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ არ ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების რეესტრი, რეესტრის წარმოების ფორმა დადგენილი არ არის, მიღებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რუსეთის რეგიონალური სამინისტროსათვის წარმოდგენილი არ არის, რაც მოწმობს შესაბამისი კონტროლის არარსებობას კომპლექსური გეგმის შესრულების მიმართ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან;
3. აფხაზეთის კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც საბიუჯეტო ინვესტიციებიდან დაფინანსებულ კონტრაქტებში საავანსო გადახდის ზღვრულ ზომას განსაზღვრავდნენ. რამაც რიგ შემთხვევებში მიგვიყვანა იქამდე, რომ დამკვეთების მიერ შემსრულებელი ორგანიზაციებისათვის 100 %-იანი საავანსო გადარიცხვები ხორციელდებოდა, რომლებიც აუთვისებელი რჩებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ის, რომ საბიუჯეტო თანხების გამოყენების ეფექტურობა ეცემოდა;
4. არ არსებობს უფლებამოსილი ორგანო რომელიც ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტისადმი ფინანსურ ვალდებულებას დაადასტურებდა, გასცემდა ნებართვით წარწერას ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვისა და პირველად დოკუმენტებს შეამოწმებდა, რომლებიც შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას დაადასტურებდა. ყოველივე ეს რიგ შემთხვევებში მივიდა იქამდე, რომ საბიუჯეტო სახსრები შემსრულებელ ორგანიზაციებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ერიცხებოდა;
5. შემოწმებული 11 ობიექტიდან არც ერთში სახელმწიფო ექსპერტიზა საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციისა არ ჩატარებულა, დადებითი დასკვნები არ არსებობს. სახელმწიფო ექსპერტიზის არარსებობა და სახელმწიფო შემკვეთების მიერ სმეტის არდამტკიცება საშუალებას აძლევდა შემსრულებლებს თავიანთი შეხედულებისამებრ შეეტანათ ცვლილებები საპროექტო-სმეტურ დოკუმენტაციაში, ცვლიდნენ მოცულობის რაოდენობას, სახეობებს და სამუშაოს ღირებულებას, რაც ობიექტის ღირებულებას ზრდიდა;
6. ე.წ. სახელმწიფო შემკვეთის - აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიერ: ხელშეკრულებითი ურთიერთობების არარსებობის პირობებში შემსრულებლებისთვის გადარიცხული აქვს თანხა 77 671,9 ათასი რუბლის ოდენობით; შესრულებული სამუშაოს აქტების არარსებობის პირობებში შემსრულებლებისთვის ასევე გადარიცხულია თანხა 56 785,1 ათასი რუბლის ოდენობით; მიღებულია და საფასური გადახდილია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოში და მასალებში რეალურ საფასურზე მომატებით 2 412,1 ათასი რუსული რუბლი. ჩაბარებულად გამოცხადებულია სამუშაო, რომლებიც საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციას არ შეესაბამება - ყოველივე ეს 11 141,2 ათასი რუბლის ღირებულებისაა;
7. საბაზისო ფასების განსაზღვრის მდგომარეობის მოთხოვნის დარღვევით საპროექტო სამუშაოზე გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის მიერ თანხა გადახდილია საპროექტო სამუშაოების შესრულებისთვის შ.პ.ს. "აფხაზვოდოკანალ-სერვისისთვის" თანხის მომატებით გადარიცხულია 54 785,5 ათასი რუბლის ოდენობის თანხა. ხელშეკრულების პირობის დარღვევით, რომლებიც ავანსის სახის 40 000,0 ათასი რუბლის გადახდას ითვალისწინებდა, გაგრის რაიონის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულია სამუშაოს სრული გადახდა მათი ფაქტობრივი შესრულების გარეშე და დადასტურებულია შესრულებული სამუშაოს შესრულების აქტებით, რომლებიც 97 000,0 ათასი რუბლის ღირებულებისაა;
8. რეგლამენტის დარღვევით გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის მიერ საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება შ.პ.ს. "აფხაზვოდოკანალ-სერვისთან" შესრულებულ სამუშაოზე 696 610,0 ათასი რუბლის ღირებულებით;
9. აფხაზეთის ტერიტორიაზე საპროექტო და სალიცენზიო საქმიანობის მდგომარეობის მოთხოვნის დარღვევით შ.პ.ს. "აფხაზვოდოკანალ-სერვის"-ს არ აქვს ლიცენზია პროექტირებასა და მშენებლობაზე;
10. ე.წ. სახელმწიფო შემკვეთის - აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ე.წ. სახელმწიფო კომპანია "აფხაზავტოდორის" მიერ ხელშეკრულებითი ურთიერთობების არარსებობის პირობებში შემსრულებლებისათვის გადარიცხულია თანხა 62 772,0 ათასი რუბლის ოდენობით. შესრულებული სამუშაოს აქტების არარსებობის პირობებში შემსრულებლებისათვის ასევე გადარიცხულია თანხა 1 726,7 ათასი რუბლის ოდენობით. მიღებულია და გადახდილია მომატებული ოდენობის თანხა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოში 15 931,4 ათასი რუბლის ოდენობით. მიღებულია შესრულებული სამუშაო, რომელიც არ შეესაბამება საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციას 4 802, 9 ათასი რუბლზე;
11. ე.წ. სახელმწიფო კომპანია "ჩერნომორენერგოს" მიერ კომპანია "Iნტერტორგ Iნც" (აშშ) შეძენილია ჰორიზონტალური ბურღვის კომპლექსი მომატებული ღირებულებით 1 731,0 ათასი რუბლის ოდენობით;
12. მთლიანობაში ჩატარებული საკონტროლო ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია დარღვევები 346 759,8 ათასი რუსული რუბლის ოდენობით.
აღმოჩენილი დარღვევები აფხაზეთის ე.წ. სახელისუფლებო ორგანოების არასაკმარისი კონტროლის გამო შეიქმნა. აღნიშნული ანგარიშის გადაგზავნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარისთვის, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისთვის, რუსეთის ფედერალური საკრებულოსთვის, რუსეთის დუმისთვის, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსთვის და რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროსთვის გადაგზავნა იგეგმება.