24 იანვარს, 13:00 საათზე, "ევროპის სახლში" გაიმართება ტელეკომპანია "PIK"-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) 2011 წლის 25 იანვრისთვის დაგეგმილ ეთერში გასვლასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია
პრეს-კონფერენციაზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა წარმოადგენს თავის ხედვას, გეგმებსა და განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, მოხდება ძირითადი პროგრამებისა და პროექტების, ასევე არხის ელექტრონული გვერდის ((www.pik.tv) პრეზენტაცია.
"პირველი საინფორმაციო კავკასიური" არის საგანმანათლებლო და გასართობი არხი. "PIK" თბილისიდან განახორციელებს ექვსსაათიან მაუწყებლობას (18:00 - 00:00 მოსკოვის დროით) რუსულ ენაზე. სიგნალი დაფარავს სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიის, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიას.