"აზერბაიჯანის ავიახაზებმა" (AZAL), რომელიც საქართველოშიც ოპერირებს, ავიაპარკი დამატებით ორი გერმანული თვითმფრინავით შეივსო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2010 წლის დეკემბერში AZAL-მა, ორი Airbus-320 უკვე შეიძინა და კიდევ ორი Airbus-320-ის შემოყვანას იანვრის ბოლომდე ელოდება. მთლიანობაში AZAL-მა Airbus-ისგან 6 ხომალდი შეიძინა, საიდანაც ოთხი Airbus-320 ტიპის, ხოლო ორიც Airbus-319 ტიპისაა. დარჩენილი ხომალდების შემოყვანას კომპანია თებერვლის ბოლომდე გეგმავს.
AZAL-ში აცხადებენ, რომ ავიაპარკის შევსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მგზავრთგადაყვანა მაქსიმალურად გაზარდოს და იმავდროულად ახალი ბაზრები აითვისოს.
შეგახსენებთ, რომ AZAL-სა და ამერიკულ Boeing-ს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც AZAL-მა Boeing-737 Next-Generation-ი, ავიალაინერი Boeing 767-300ER და Boeing-767 (სატვირთო თვითმფრინავი) უნდა გამოცვაოს. საერთო ჯამში AZAL-ი Boeing-გან 8 თვითმფრინავს შეიძენს, საიდანაც ორი - Boeing-767-300ER, ორი - Boeing-767 (სატვირთო თვითმფრინავი), ორი - Boeing-737 და ორიც - Boeing-787-8 ტიპის ხომალდი იქნება. აღსანიშნავია, რომ AZAL-მა რუსული "ტუ" ტიპის თვითმფრინავების გამოყენება უკვე შეწყვიტა.