თეირანში, ერთ-ერთ 14-სართულიან საცხოვრებელ სახლზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ათამდე ადამიანი იყოს მოყოლილი.
გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. როგორც CNN წერს, ამ ეტაპისთვის უცნობია, არის თუ არა 60 დაღუპული მათ შორის.