11 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა, შედეგად დოლარის ღირებულება 2.7306 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა.
0.06 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6852 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.97 თეთრი შეადგინა.