ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„შეუძლებელია, ერთდროულად მოლაპარაკებების წარმოებაზე საუბრობდე და რასისტულ რეჟიმს ირანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საშუალებას აძლევდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაღაის განცხადების მიუხედავად, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კვირას დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.