თელავში, პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულის, მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები, ადგილობრივები, ოჯახის წევრები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მოქალაქეები, თელავის თეატრთან არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ბანერებით - „ცეცხლი ოლიგარქიას“, „ძირს უსამართლო სასამართლო“ და შესაძიხილებით მათე დევიძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მათეს სახლთანაც მივიდნენ.