უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, კურსკის ოლქში განადგურებულია რუსული რადიოლოკაციური სადგური C-400.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში, რუსეთის ფედერაციის მე-6 არმიის 1490-ე საზენიტო სარაკეტო პოლკის პოზიციებზე მიიტანეს იერიში.
"უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ფედერაციის ჯარის ხსენებული ქვედანაყოფი "მიწა-მიწის" რეჟიმში იბრძოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სახმელეთო, უძრაო ობიექტების განადგურება იყო". – წერია გაერთიანებული შტაბის ანგარიშში.
მსგავსი რადიოლოკაციური სადგურის ღირებულება საშუალოდ 200 მილიონი დოლარია.